ფილმის შესახებ

ექვთიმე თაყაიშვილის კინოპროექტის მხარდაჭერა
ეს არის ისტორიულ / ბიოგრაფიული ფილმი და სიყვარულის საოცარი ამბავი გამოჩენილ ქართველ პედაგოგ, ისტორიკოსსა და არქეოლოგ ექვთიმე თაყაიშვილზე, რომელმაც საფრანგეთში მისი 24 წლიანი ემიგრაციის განმავლობაში დიდი ბრძოლისა და გაჭირვების ფასად უდანაკარგოდ დაიცვა და შეინარჩუნა ქართული საგანძური და არტეფაქტები. ამ უნიკალური საგანძურის ხელში ჩაგდებით ბევრი ცნობილი მუზეუმი, კერძო კოლექციონერები, პოლიტიკური ძალები და ყაჩაღებიც იყვნენ დაინტერსებული. ისინი დიდძალ თანხასაც სთავაზობდნენ ექვთიმეს და მოკვლითაც ემუქრებოდნენ მას, თუმცა ექვთიმემ არაფერი დათმო და ის ვერანაირად გატეხეს.
შემოგვიერთდი, გავაცოცხლოთ მისი ისტორია
ჩვენ გვჯერა, რომ ერთერთი უდიდესი ქართველი მეცნიერისა და ქველმოქმედის, ექვთიმე თაყაიშვილის გმირული ამბავი მეტ პოპულარიზაციას იმსახურებს. შესაძლოა ბევრმა არ იცის, იმ ხიფათიანი თავგადასავლების შესახებ, რომელიც მან 1921 - 45 წლებში გამოიარა. ქართული საგანძურის ხელში ჩაგდებას გავლენიანი პოლიტიკოსები, კერძო კოლექციონერები, სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმები, თაღლითები, ყაჩაღები და ფაშისტური გერმაანის სამხედრო ძალებიც კი ლამობდნენ. ექვთიმე და მისი ულამაზესი მეუღლე და თანამებრძოლი ნინო პოლტორაცკაია თავგანწირვას არ იშურებდნენ გაძის გადარჩენისთვის. სამწუხაროდ, 1931 წელს ნინო ტუბერკულიოზით გარდაიცვალა და ექვთიმემ დაკარგა მისი ყველაზე დიდი მხარდამჭერი და უძვირფასესი ადამიანი. მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტებმა ევროპის თითქმის ყველა ქვეყნის მუზეუმების გაძარცვის შემდეგ, იერიში ქართულ საგანძურზეც მიიტანეს, მაგრამ ექვთიმე იდგა ისე, როგორც შეურყეველი ქართული სვეტი, აზიდული ყოველგვარ მიწიერ ცდუნებასა ზედა, რომელმაც უამრავ გაჭირვებასა და ქარტეხილს გაუძლო. ფაშისტებისაგან პარიზის გათავისუფლების შემდეგ ექვთიმე არაერთი წერილით მიმართავდა საბჭოთა კავშირისა და საფრანგეთის უმაღლეს პირებს და საბოლოოდ 1945 წელს მოსკოვში, სტალინისა და შარლ დე გოლის შეხვედრის დროს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ მის მრავალ ჭირნახულ სამშობლოს უკლებლივ დაუბრუნდა უდიდესი საგანძური, რომელიც პიერ ჟოდონის დახმარებით პარიზში, ვერსალის სასახლის ბიბლიოთეკის სარდაფების ნანგრევებში ჰქონდა გადამალული. ქართული საგანძურით დატვირთული რეისი პარიზი-ქაირო-თეირანი-თბილისი 1945 წლის 11 აპრილს თბილისის აეროპორტში დაეშვა. შემოგვიერთდი, რათა მხატვრული ფილმის წყალობით ექვთიმეს ისტორია არა მხოლოდ მთელს საქართველოს, არამედ მთელს მსოფლიოს გავაგებინოთ.
ქაქუცასა და ექვთიმეს შეხვედრა ჟან პიერთან
ექვთიმე თაყაიშვილისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეხვედრა ჟან პიერთან პარიზის ერთერთ რესტორანში. ვიდეო შედგება ფილმის ამ სცენისათვის განკუთვნილი ნახატი კადრებისგან. ამ სცენის გმირები ასევე არიან: ნინო პოლტორაცკაია, ალექსანდრე სულხანიშვილი, შალვა ამირეჯიბი და ჟან პიერის ბანდის წევრები.
სიუჟეტი პროექტის შესახებ
იმედის დილის პირდაპირი ჩართვა "ექვთიმე"-ს ფილმის გადასაღები მოედნიდან ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში.
კადრს მიღმა
ნიკოლოზ ხომასურიძე ამბობს ექვთიმე ღვთისკაცის ტროპარს ფილმის პირველი კადრის გადაღების დაწყების წინ და ჯგუფი უკვე მზადაა შეუდგეს ექვთიმეს უნიკალური კინო პროექტის განხორციელბას.
ხახულის ხატი
თამარ მეფის ჯვარი
ოქრო, XII საუკუნის მიწურული
ყელსაბამი
ვანი. ძვ.წ. V საუკუნე
ლაბსყალდის ოთხთავი
XII -XIII საუკუნეები
ფილმის პერსონაჟები
ექვთიმე თაყაიშვილი ემიგრაციაში მყოფი იცავდა და უფრთხილდებოდა სამშობლოს განძს 24 წელიწადის განმავლობაში. იხილეთ გალერეა
პროექტის პარტნიორები